დამფუძნებლის ფოტო
"ყველა ბიზნესს აქვს ამბავი, ჩვენი საქმეა მისი მოყოლა."
ჩვენი
ამბავი
ამბავი აერთიანებს ორი მარკეტერის გამოცდილებას, ინდუსტრიაში მუშაობის მეათე წელს მათ მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ბრენდი, რომელიც მიმართული იქნებოდა გაზომვადი შედეგების მიღებაზე.
უფრო კარგად, რომ ვთქვათ შეექმნათ სერვისი, რომელიც მარტივად უპასუხებდა გამოწვევებს. რა არის გამოწვევები? ალბათ ეს კითხვა გაგჩინდებოდათ, არის ის რომ დღევანდელ რეალობაში ციფრული პროდუქტის შექმნა რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:
- სათქმელი უნდა მიიტანო სწორ აუდიტორიამდე მისთვის შესაბამის ენაზე
- მედია განთავსებას მიანიჭო ანალიტიკური მნიშვნელობა
- განთვსებისას, განმთავსებელმა აიღოს პასუხისმგებლობა სწორ რეკლამირებაზე
- შესაძლებელი იყოს საზომი მეტრიკებით პარტნიორის ინვესტიციის შეფასება
რატომ
Platform?
გვინდა, რომ საქართველოს ბაზარზე:
- შეიქმნას მედია განთავსების კულტურა, რომელიც მოიცავს გრძელი სიტყვის მოკლედ და ეფექტურად თქმას (როგორც ტექსტუალურ ასევე ვიზუალურ ნაწილს)
- განთავსებისთვის გამოიყოს სარეკლამო ბიუჯეტი, რომლის შედეგიც იქნება გაზომვადი
- შექმნილი კომუნიკაცია იყოს მიმართული სწორი აუდიტორიისკენ
- კლიენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაზომონ მათი ინვესტიცია